ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
23 აპრილს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის - „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საზოგადოებისადმი მიმართვას, მიეღოთ მონაწილეობა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება.
კონფერენცია თემაზე - სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში
16 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის "პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა" ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა და დანაშაულის შემცირებისკენ".