ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე ღია კონკურსი გამოცხადდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ღია კონკურსის გზით თანამშრომლების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე თვეა, დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანია თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევა.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ნიდერლანდებში ვიზიტი დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ამსტერდამის რაიონულ სასამართლოს ესტუმრა და არასრულწლოვანთა მოსამართლესთან გამართა შეხვედრა. დელეგაციის წევრები გაეცნენ, თუ რა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აქვს ნიდერლანდებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, როგორ ხდება მათი დანაშაულის გამოძიება, რა მიდგომებს ითვალისწინებს კანონმდებლობა საქმის სასამართლო წარმოების პროცესში და როგორია სასჯელაღსრულების სისტემა არასრულწლოვნებისთვის.

მოსამართლესთან შეხვედრამდე დელეგაციის წევრებმა ნიდერლანდების ტრადიციული და მაღალი რეციდივის არასრულწლოვანთა ციხეებიც მოინახულეს. ქართულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა, ენახა, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს არასრულწლოვანი პატიმრები და რა პროგრამები ხორციელდება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მთავარ ინტერესს ნიდერლანდების პენიტენციური სისტემა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანთა ღია საოჯახო ტიპის ციხე. რეფორმა ამსტერდამში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე. იუსტიციის მინისტრი მსგავსი ტიპის ოჯახური ციხის მოდელის გადმოტანას, სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის, საქართველოშიც გეგმავს.
სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა. საქართველოსთვის, რომელმაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ განახორციელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და შეიმუშავა სრულიად ახალი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული კოდექსი, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია.

ნიდერლანდებში ქართული დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.

იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა.