ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ცენტრი ემპათია

 


ცენტრ ემპათიასთან თანამშრომლობით პროექტ „მულტი-დისციპლინური რეაბილიტაციის პროგრამა სამართალდამრღვევთათვის“ ფარგლებში, სამინისტრომ შემდეგი ღონისძიებები განახორციელა:


  • N5 ქალთა დაწესებულებასა და N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარების პროგრამები, რაც გულისხმობდა საჭიროებების შესწავლას, კრიზისულ ინტერვენციას, იურიდიულ დახმარებასა და საჭიროების შემთხევაში, საექსპერტო მომსახურებას.
  • არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულთათვის ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ვიწრო სპეციალისტების მოწვევით.
  • საჭიროების შემთხვევაში, ვიწრო სპეციალიზაციის კონსულტანტების მოწვევა, კლინიკო-ლაბორატორიული და სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში კრიზიული ინტერვენციისა და საექსპერტო მომსახურების შემთხვევებში.
  • კრიზისული ინტერვენციისა და საექსპერტო მომსახურების ფარგლებში, სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ, იურიდიული დახმარების გაწევა.
  • კვლევაზე დაფუძნებული წინადადებების შემუშავება საქართველოს სასჯელაღსრულების სიტემაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ პატიმართა და ყოფილ პატიმართა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით.


FaceBook Twitter