
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” წარმოადგენს არაკომერციულ, არასახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს, უნივერსიტეტებსა და განვითარების ხელშემწყობ სხვა დაწესებულებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. კომპეტენციის ფარგლებში, ფონდი გეგმავს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამების დანერგვასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ნივთიერებათა ავად მომხმარებელი პატიმრებისთვის.
სამინისტროსა და ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- შემუშავდა პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების პაკეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის;
- კადრების პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით, ჩატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების ტრენინგები;
- სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე ჩატარდა ტრენინგები აღნიშნული დაწესებულების მთელი პერსონალისთვის;
- სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე პერსონალისთვის ორგანიზება გაეწია სასწავლო ვიზიტს ჰოლანდიაში;
- მოხდა ჰოლანდიელი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზება საქართველოში მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით;
- პროექტის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, გავრცელდა საინფორმაციო ბიულეტენი და გაიმართა გაფართოებული შეხვედრები დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
ფონდმა შეიმუშავა პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების პაკეტი პენიტენციური დაწესებულებებისთვის; ჩატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების ტრენინგები.