
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია. ერთობლივი პროექტი მოიცავდა პირველადი სამუშაოების ჩატარებას ყოფილ მსჯავრდებულებთან, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან იურისტების, სოციალური მუშაკებისა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგების მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- ყოფილ მსჯავრდებულთა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირთა და მათი ოჯახების საჭიროებების დეტალური კვლევა და აღნიშნული კვლევის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფის მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ჩატარდა პირველადი მუშაობა ყოფილ მსჯავრდებულებთან, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან იურისტების, სოციალური მუშაკებისა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგების მონაწილეობით;
- პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და ყოფითი სადავო საკითხების მოგვარების მიზნით იურიდიული დახმარება გაეწია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებს, ყოფილ მსჯავრდებულებსა და მათ ოჯახის წევრებს;
- ხელი შეეწყო ყოფილ მსჯავრდებულებსა და პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებს მცირე საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში;
- დაფინანსდა შერჩეულ ყოფილ მსჯავრდებულთა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირთა სტაჟირება ისეთ საწარმოებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათი შემდგომი დასაქმება.