ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი”
არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ) დაარსებიდან (2003 წ) თანამშრომლობს საქართველოს პენიტენციურ სისტემასთან რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.

2005 წელს ძდექ-მა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა კლუბ პეონთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (PRI, Sephan Batori-ის ფონდი, OSCE) მხარდაჭერით ამიერკავკასიაში გახსნა პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი ATLANTIS-ი დამოკიდებულების მქონე ქალთათვის N5 ქალთა დაწესებულებაში.

2007-2008წწ ორგანიზაციამ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით და NORLAG/PRI-ის მხარდაჭერით განახორციელა არასრულწლოვან პრობაციონერთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროექტი.

ორგანიზაციამ 2010 წლიდან პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „მცირე წარმოების განვითარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლების, დამოკიდებულების მქონე პირების, ტრეფიკინგის მსხვერპლების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერი ქალებისთვის”.

ძდექ-ი ევროკავშირის მისიის ფინანსური მხარაჭერით 2009 წლიდან ახორციელებდა პროექტს: „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა ქალთა უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმის განვითარებაში, კანონის უზენაესობის ხელშეწყობა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იყო იმ პატიმარი ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ, რომლებიც საკუთარი შვილების მკველელობისთვის იხდიან სასჯელს.

FaceBook Twitter