ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი”
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს დაფუძნდა. დავითიანის საქმიანობის ძირითადი მიზანია მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა.

„დავითიანნისთვის” საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ სისტემასთან მჭირდო თანამშრომლობა და პრობაციონერთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი პროექტიც.

ორგანიზება გაეწია პირობით მსჯავრდებულთათვის საგანმანათლებლო და სპეციალიზირებული გადამზადების პროგრამას - უცხო ენის (ინგლისურის) და კომპიუტერული პროგრამების კურსებს.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა პირობით მსჯავრდებულთა თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

FaceBook Twitter