ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“

 

ასოციაცია „ქალი და ბიზნესი" არის ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ქალთა ჩართულობის გაზრდა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. პროექტი გულისხმობს პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობას კანონმორჩილი ცხოვრებისთვის.

სამინისტროსა და ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით შემუშავდა კითხვარები და ჩატარდა წინასწარი კვლევა;
მოეწყო სპორტული დარბაზი №5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
მოეწყო N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მცირე სამკერვალო საწარმო და პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში დასაქმდა 30 მსჯავრდებული ქალი;
გაეწია სოციალური, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება 60 ქალ მსჯავრდებულს;
ჩატარდა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ქალი მსჯავრდებულებისთვის;
ჩატარდა მცირე ბიზნესის სემინარების ციკლი „როგორ წამოვიწყოთ და სრულვყოთ საკუთარი ბიზნესი“ 40 მსჯავრდებული ქალისთვის;

ასევე, ორგანიზება გაეწია შემდეგ კურსებს:

შრომითი მოწყობის გზებსა და მეთოდებში ტრენინგი 30 მსჯავრდებული ქალისთვის;
ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ტრენინგი 24 მსჯავრდებულისთვის;
სამოქალაქო განათლების კურსი 30 მსჯავრდებულისთვის;
ქართული ენის შემსწავლელ კურსი 20 მსჯავრდებულისთვის;
ბანგკოკის წესების შესახებ N5 ქალთა დაწესებულების 15 თანამშრომლისა და პატიმარი ქალისათვის.

პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო: №5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესას, მცირე სამკერვალო საწარმოს მოწყობას. ჩატარდა სამოქალაქო განათლების, კომპიუტერის, ბიზნესის და სხვა სასწავლო კურსები, რაც თავის მხრივ, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.


FaceBook Twitter