ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” (CHCA)
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”, რომელიც 1995 წელს დაარსდა, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობები შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით.

პროექტი „ხელობის ჯგუფები არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან” განხორციელდა 2009-2011 წლებში. პროექტი განხორციელდა ავჭალის აღმზრდელობით და რუსთავის N5 ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში. პროექტის მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათთვის სხვადასხვა პროფესიების შეძენის გზით (სტილისტი, კომპიუტერული ანიმაცია, ვებ-დიზაინი, მასალის მონტაჟი, 3-განზომილებიანი გრაფიკა, კომპიუტერის შეკეთება, მინანქარი, ხეზე კვეთა, ფოტოგრაფია, ტანსაცმლის მოდელირება, დაზგაზე ქსოვა, მანიკური, კოსმეტოლოგია, მასაჟი).

FaceBook Twitter