ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ნიდერლანდებში ვიზიტი დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ამსტერდამის რაიონულ სასამართლოს ესტუმრა და არასრულწლოვანთა მოსამართლესთან გამართა შეხვედრა. დელეგაციის წევრები გაეცნენ, თუ რა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აქვს ნიდერლანდებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, როგორ ხდება მათი დანაშაულის გამოძიება, რა მიდგომებს ითვალისწინებს კანონმდებლობა საქმის სასამართლო წარმოების პროცესში და როგორია სასჯელაღსრულების სისტემა არასრულწლოვნებისთვის.

მოსამართლესთან შეხვედრამდე დელეგაციის წევრებმა ნიდერლანდების ტრადიციული და მაღალი რეციდივის არასრულწლოვანთა ციხეებიც მოინახულეს. ქართულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა, ენახა, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს არასრულწლოვანი პატიმრები და რა პროგრამები ხორციელდება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მთავარ ინტერესს ნიდერლანდების პენიტენციური სისტემა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანთა ღია საოჯახო ტიპის ციხე. რეფორმა ამსტერდამში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე. იუსტიციის მინისტრი მსგავსი ტიპის ოჯახური ციხის მოდელის გადმოტანას, სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის, საქართველოშიც გეგმავს.
სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა. საქართველოსთვის, რომელმაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ განახორციელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და შეიმუშავა სრულიად ახალი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული კოდექსი, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია.

ნიდერლანდებში ქართული დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.

07.11.2019
იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა.
06.11.2019
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე.
06.11.2019
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გიორგი ონიანის საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით
გიორგი ონიანი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ონიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მესამე ნაწილით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),
01.11.2019
თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ
ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან. პროექტი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი.
31.10.2019
გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი გამოიფინა
გურჯაანში მიმდინარე ყველისა და კულინარიის ფესტივალის ფარგლებში გლდანის საპყრობილეში მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი პროდუქტი გამოიფინა. კერძოდ, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მსჯავრდებულების ხელით მოყვანილი ხილი, ბოსტეული და მწვანილი.
27.10.2019
აშშ საკონსულომ გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას ინგლისურენოვანი წიგნები გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების სახელით N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად ინგლისურენოვანი წიგნები გადასცა. ამით საკონსულო გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოწოდებას, რომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში სხვადასხვა ორგანიზაციებს მიეღოთ მონაწილეობა.
09.10.2019
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 01 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).
09.10.2019
თბილისობა 2019-ის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით და თბილისის მერის, კახა კალაძის მხარდაჭერით, თბილისობა 2019-ის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
05.10.2019
პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს
პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს
03.10.2019