ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება.
კონფერენცია თემაზე - სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში
16 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა და დანაშაულის შემცირებისკენ“.
თეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების ახალშექმნილი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს - ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს.